Tango Gameworks
Tango Gameworks — იაპონიაში დაფუძნებული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც მდებარეობდა ტოკიოში, იაპონიაში. დააარსა „Resident Evil“-ის შემქნელმა სინძი მიკამიმ, 2010 წლის 1 მარტს.[1] Tango Gameworks იყო ZeniMax Media-ის შვილობილი კომპანია. გაუქმდა 2024 წლის 7 მაისს. ისტორიაTango Gameworks ფორმალურად გაიხსნა 2010 წლის 1 მარტს სინძი მიკამის მიერ. ამ პერიოდში, კომპანიას ჰყავდა, მხოლოდ 13 მოსამსახურე, თუმცა კომპანიის განცხადებით, კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 2012 წელს 65-მდე გაიზარდა. მიკამი იმედოვნებს თანამშრომელთა გაზრდას 100-მდე.[2] 2010 წლის 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ Tango Gameworks შეისყიდა იქნა Zenimax-მა, რომელიც არის კომპანია Bethesda Softworks-ის მფლობელიც.[3] 2012 წლის 25 აპრილს Tango Gameworks-მა დააანონსა კომპანიის პირველი პროექტი კოდური სახელწოდებით Zwei, თუმცა მოგვიანებით, სახელი შეიცვალა და დაერქვა The Evil Within, რომელიც საშუალებას აძლევდა მიკამის დაბრუნებულიყო Survival horror-ის ჟანრში.[4] თანამშრომლებიTango Gameworks-მა დაიქირავა მოსამსახურეები სხვადასხვა კომპანიიდან: Grasshopper Manufacture, Plainum Games, Clover Studio, Capcom და Game Republic-დან.[5][6] თამაშები
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|