iOS (ადრე iPhone OS) — მობილური ოპერაციული სისტემა, შექმნილი კომპანია Apple Inc.-ის მიერ სპეციალურად Apple-ის აპარატურისთვის. აღნიშნულ ოპერაციულ სისტემას იყენებს კომპანიის მიერ წარმოებული მოწყობილობები: iPhone, iPad, iPad Touch და iPad Mini. iOS არის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი ოპერაციული სისტემა მსოფლიოში Android-ის შემდეგ. IPad-ის პლანშეტი ასევე 2013 წლიდან მოყოლებული არის მეორე ყველაზე პოპულარული გაყიდვების მხვრივ ანდროიდის შემდეგ.[5]
თავდაპირველად პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა 2007 წლის 29 ივნისს და განკუთვნილი იყო მხოლოდ iPhone-ისთვის. ხოლო მოგვიანებით იგი ხელმისაწვდომი გახდა ეპლის სხვა დანარჩენი მოწყობილობებისთვის. 2015 წლის იანვრის მონაცემით, ეიპლის ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა App Store-ზე განთავსებული არის 2 მილიონი აპლიკაცია,[6] ხოლო აქედან 725.000 კონკრეტულად iPad-ისთვის არის განკუთვნილი..[7] აღნიშნული მობილური აპლიკაციები, საერთო ჯამში, გამოტვირთული იქნა 130 მილიარდჯერ.[6]
iOS ხელმისაწვდომი არის 40 ენაზე,[8][9][10][11] დაფუძნებული არის XNU-ის კერნელზე (ბირთვზე). იგი აგებული არის macOS-ის ბაზაზე (ადრე ცნობილი, როგორც OS X) და იყენებს იმავე კომპონენტების ძირითად ნაკრებს, რასაც ოპერაციული სისტემა Darwin — თავსებადი POSIX-ის სტანდარტებთან. პირველი ვერსიიდან მოყოლებული iOS მუშაობს მხოლოდ პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნიათ ARM-ის არქიტექტურის პროცესორები.
iOS-ის ყოველი მომდევნო ვერსია გამოდის ყოველწლიურად. მიმდინარე ვერსია არის iOS 14, გამოსული 2020 წლის 16 სექტემბერს.[12]
Turner, Kirby (December 19, 2011) Learning iPad Programming: A Hands-on Guide to Building iPad Apps with iOS 5, 1st, Pearson, გვ. 816. ISBN978-0-321-75040-2.