Creation Engine
Creation Engine — თამაშის ძრავა შემუშავებული ამერიკული კომპანია Bethesda Game Studios-ის მიერ საკუთარი პროექტებისთვის. პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენეს Creation Engine, არის The Elder Scrolls V: Skyrim, გამოსული 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო ბოლო თამაშია Fallout 4, გამოსული 2015 წლის 10 ნოემბერს. შექმნის ისტორიაCreation Engine, თავდაპირველად, შეიქმნა სპეციალურად The Elder Scrolls-ის მეხუთე ნაწილის The Elder Scrolls V: Skyrim-ისთვის. თამაშის სერიის წინა ნაწილები, კონკრეტულად კი The Elder Scrolls IV: Oblivion და კომპანიის სხვა თამაშები (მაგალითად Fallout 3 გამოიყენებდა მესამე მხარის ძრავას Gamebryo). ამავე კომპანიის თამაში Morrowind აგებულია Gamebryo-ს წინამორბედ ძრავზე სახელწოდებით NetImmerse. Creation Engine შექმნილი Bethesda Game Studios-ის ძალისხმევით, აგებულია გეიმბრიოს კოდზე, რომელიც შეიმუშავებული იქნა Emergent Game Technologies-სა და Numerical Design Limited-ის მიერ.[1], Creation Engine თამაშებში წარმოაჩენს რეალისტურ შუქ-ჩრდილებსა და უფრო დეტალურ ობიექტებს შორი მანძილიდან ხედვისას.[2] მოგვიანებით შეიქმნა ძრავის განახლებული ვერსია, რომელიც გამოიყენეს Fallout 4-ში. Creation KitCreation Kit არის მოდინგის ხელსაწყო Creation Engine-ის თამაშებისთვის, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა The Elder Scrolls-ის მოდიფიკაციისათვის,[3] რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა ცვლილებების, ახალი ტერიტორიების, რასების, იარაღებისა და ტექსტურების დამატება თამაშში. ამ ხელსაწყოს გამოყენებით შექმნილი მოდები ხელმისაწვდომი არის Steam Workshop-ზე, NexusMods-სა და სხვა უამრავ საიტზე. Fallout 4-ისთვის Creation Kit შეიქმნა 2016 წლის აპრილს.[4] თამაშები Creation Engine-ის ძრავზე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|