Android — Linux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა, რომელიც მუშაობს სმარტფონებზე, ტელევიზორებზე, საათებზე, მანქანებზე და პლანშეტურ კომპიუტერებზე. შეიქმნა Google-ის ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო 2005 წელს ის თავად გუგლმა შეისყიდა.[9] . ანდროიდის სისტემაზე მომუშავე პირველი ტელეფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში.[10] ანდროიდის მიმდინარე ვერსიაა 7.0 "Nougat", გამოსული 2016 წელს. დღეს ანდროიდის ყველა აპლიკაცია თავმოყრილია Google Play-ზე. 2017 წელს აპლიკაციების რაოდენობა 2,7 მილიონი იყო. დღეისათვის ანდროიდი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა მთელ მსოფლიოში. 2015 წელს მისი საბაზრო წილი 84,7 % იყო.[11] 2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13] დღეს ანდროიდის სისტემაზე მომუშავე ელექტრო მოწყობილობებს ქმნის რამდენიმე ცნობილი კომპანია: Samsung, Google Pixel, Xiaomi, Huawei, OnePlus, Realme და ა.შ.
ისტორია
კორპორაცია „ანდროიდი“ დაარსდა 2003 წელს, კალიფორნიის შტატში და მისი დამფუძნებლები იყვნენ ენდი რუბინი[14], რიჩ მინერი[15], ნიკ სირსი[16] და კრის უაიტი[9]. რუბინის სიტყვებით, მათ მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობების შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“[9].
თავდაპირველად, კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისათვის, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ დიდი არ იყო და სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნაზე გადაერთვნენ. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian-ისა და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა[17].
„ანდროიდი“ საიდუმლოდ მუშაობდა; მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია მობილური ტელეფონებისადმი განკუთვნილ პროგრამას აწყობდა[9].
2005 წლის 17 აგვისტოს Google-მა კორპორაცია „ანდროიდი“ შეიძინა, მისი დამფუძნებლები კი კომპანიის სათავეში დატოვა[9]. ამ დროისათვის, კორპორაციაზე ბევრი რამ უცნობი იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ Google ამ ნაბიჯით მობილური ტელეფონების ბაზარზე შესვლას ცდილობდა[9].
გამოყენებადობა
2012 წლის მაისის მონაცემებით, ანდროიდი ყველაზე პოპულარული მობილური ოპერაციული სისტემაა; არის ბაზრის ლიდერი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის აშშ-ში.
2013 წლის სექტემბრისათვის, დაახლოებით 1 მილიარდი ერთეული ანდროიდზე მომუშავე მოწყობილობა იყო აქტივირებული[18].
2017 წლის მაისის მონაცემით ამ ოპერაციულ სისტემას ყოველთვიურად ჰყავდა 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი.[12][13]
↑Android 7.0 Nougat. ციტატა: „Internationalization Multi-locale support [..] New languages supported: Coupled with allowing you to select multiple languages preferences, Android Nougat allows you to select from 100 new languages and 25 locales for commonly used languages such as English, Spanish, French, and Arabic. This enables Apps to better support and understanding your language preferences even if your devices lacks official support for it.“ ციტირების თარიღი: 5 სექტემბერი, 2016.
↑ 9.09.19.29.39.49.5Elgin, Ben. (17 აგვისტო, 2005) Google Buys Android for Its Mobile Arsenal. Bloomberg Businessweek. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-24. ციტატა: „In what could be a key move in its nascent wireless strategy, Google (GOOG) has quietly acquired startup Android, Inc., ...“