elementary OS — ლინუქსის დისტრიბუტივი, დაფუძნებული უბუნტუზე. იგი იყენებს სამუშაო დაფას, რომელსაც საკუთარი გარსი, Pantheon[3] აქვს და ინტეგრირებულია elementary OS-ის სხვა პროგრამებთან, რომელთა შორის არის სამაგრი, ბრაუზერი Midori და Scratch (მარტივი ტექსტური რედაქტორი). ფანჯრების მენეჯერის სახით გამოიყენება Gala,[4] დაფუძნებული Mutter-ზე.[3]
თავდაპირველად ეს დისტრიბუტივი შეიქმნა, როგორც ვიზუალური თემების და პროგრამების კრებული, განკუთვნილი უბუნტუსთვის. მოგვიანებით იგი ცალკე დისტრიბუტივად გადაამუშავეს. [5] ეფუძნება რა უბუნტუს, იგი თავსებადია მისთვის დაწერილ პროგრამებთან და მათი დაყენებისთვის იყენებს უბუნტუს პროგრამულ ცენტრს. მისი მომხმარებლის გარემო მიზნად ისახავს ახალი მომხმარებლებისთვის ინტუიციურობას, რესურსების დიდი რაოდენობის მოხმარების გარეშე.[6]
დიზაინის ფილოსოფია
პროექტი elementary OS მიზნად ისახავს GNU/ლინუქსის სხვა დისტრიბუტივების პრობლემების გადაწყვეტას, კერძოდ:
უფრო მეტ გლობალურ ესთეტიკას, მოხმარებლის გარემოს გამარტივებით;
პროგრამული დამოკიდებულების შემცირებით - ძირითადი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც დაწერილია C-ზე ან Vala-ზე;
მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება GNU-ს ფილოსოფიას,[7] ეს შეგნებული არჩევანი დიზაინის მხრივ განსხვავდება GNU/ლინუქსის დისტრიბუტივების უმრავლესობის ამოცანებისგან: სამუშაო დაფის გარემოს თავისუფლად მორგებისგან. ამის სანაცვლოდ, elementary OS-ის სამომხმარებლო მოწყობილობის ინტერფეისის წესები ყურადღებას აქცევს სწრაფ სარგებლიანობას სწავლის მშვიდი მრუდით[8] და არა სრულფასოვანი მორგებით. სამი ძირითადი წესი, რომელსაც იყენებს სისტემის დეველოპერი, არის: სიზუსტე, კონფიგურირებისგან თავის არიდება და მინიმალური დოკუმენტაცია.[9]
შექმნის დროიდან, elementary OS-ს წილად ხვდა როგორც მოწონება, ასევე კრიტიკა - დიზაინისთვის რომელიც, ჰგავს OS X-ს და მოხმარების პროცესისთვის.[10][11]
elementary OS ვრცელდება უფასოდ (სურვილისამებრ, დეველოპერებისთვის თანხის შეწირვის არჩევანით), Live CD/Live USB-ის სახით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სისტემა გამოსცადონ მისი ინსტალირების გარეშე. ინსტალატორი არის Ubiquity, უბუნტუს და დაკავშირებული დისტრიბუტივების სტანდარტი.
ვერსიები
0.1 Jupiter
სისტემის პირველი სტაბილური ვერსია იყო Jupiter,[5] გამოქვეყნებული 2011 წლის 31 მარტს[12] და დაფუძნებული უბუნტუ 10.10-ზე. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი მხარდაჭერა შეწყდა, ამიტომ elementary OS-ის საიტზე სისტემის ინსტალატორი ხელმისაწვდომი არ არის.[13][14]
0.2 Luna
2012 წლის ნოემბერში გამოვიდა სისტემის ახალი, კოდური სახელის Luna მქონე ვერსია, რომელიც იყენებს Ubuntu 12.04 LTS-ს.[15] მისი მეორე ბეტა ვერსიას გამოვიდა 2013 წლის 6 მაისს, 300-ზე მეტი შეცდომის შესწორებით და რამდენიმე ცვლილებით, როგორიც არის რამდენიმე ლოკალიზაციის და მონიტორის მხარდაჭერა და განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა.[15][16] 2013 წლის 7 აგვისტოს ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი ათვლით, რომელიც დროს 2013 წლის 10 აგვისტომდე ითვლიდა.[17] elementary OS-ის მეორე სტაბილური ვერსია, Luna, ამავე დღეს გამოვიდა, რასაც ახლდა ოფიციალური საიტის დიზაინის ცვლილებაც.[18]
0.3 Freya
elementary OS 0.3 "Freya"
მესამე სტაბილური ვერსიაა Isis, შემოთავაზებული იყო დანიელ ფორეს მიერ, 2013 წლის აგვისტოში.[19] მოგვიანებით მისი სახელი შეიცვალა ისლამური სახელმწიფოს აბრევიატურასთან (ISIS) მსგავსების გამო[20]. ეს ვერსია ეფუძნება Ubuntu 14.04 LTS-ს, გამოსულს 2014 წლის აპრილში.[19] Freya-ს პირველი ბეტა გამოვიდა 2014 წლის 11 აგვისტოს.[21] მეორე ბეტა გამოვიდა 2015 წლის 8 თებერვალს.[22] საბოლოო ვერსია გამოვიდა 2015 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც რვა დღით ადრე ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი დროის ათვლით.
0.4 Loki
elementary OS 0.4-ის კოდური სახელწოდება იყო "Loki". ეს ვერსია გამოვიდა 2016 წლის 98 სექტემბერს.[23] იგი ეფუძნებოდა Ubuntu-ს ხანგრძლივი მდარდაჭერის მქონე ვერსიაზე, რომელიც წლის დასაწყისში გამოჩნდა და მის განახლებულ ბირთვს (4.4). Loki-ში სისტემური შეტყობინებების სისტემა შეიცვალა და დაემატა სტანდარტული პროგრამების რამდენიმე ახალი ნიმუში.
↑James, Cassidy. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. ციტირების თარიღი: 20 February 2014.
↑ 3.03.1Cassidy James. (14 November 2012) Hello, Luna Beta 1. elementary OS. ციტირების თარიღი: 2014-02-20.
↑Daniel Foré, Sam Tate, Tom Beckmann, and Sergey Davidoff. (15 September 2012) Meet Gala: The Window Manager. elementary OS. ციტირების თარიღი: 2013-08-11.
↑eOS Human Interface Guidelines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-17. ციტატა: „Users will accomplish tasks more quickly because you will have a straight-forward interface design that isn't confusing or difficult.“ ციტირების თარიღი: 2015-04-16.