Windows Server 2003
Windows Server 2003 (ასევე ცნობილი როგორც Win2K3) — Microsoft-ის სერვერული ოპერაციული სისტემა. ოპერაციული სისტემა წარმოადგინეს 2003 წლის 24 აპრილს, როგორც Windows 2000 Server-ის შემცვლელი. Windows Server 2003-ის განახლებული ვერსია, Windows Server 2003 R2 გამოვიდა 2005 წლის 6 დეკემბერს. მიმოხილვაWindows Server 2003 გამოვიდა 2003 წლის 24 აპრილს. Windows 2000 Server-ისგან განსხვავებით, Windows Server 2003-ის ინსტალაციისას თავისით არც ერთი სერვერული კომპონენტი არ არის ჩართული. Windows Server 2003-ს აქვს თავსებადობის რეჟიმები. ეს საშუალებას აძლევს მოძველებულ აპლიკაციებს გაეშვან სტაბილურად. Windows Server 2003-ს აქვს გაზრდილი Active Directory თავსებადობა, რაც იმას ნიშნავს რომ Windows NT 4.0-დან ადვილად შესაძლებელია Windows Server 2003-ზე გადასვლა. Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები. მაგალითად IIS ვებ სერვერში, რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა, იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა. გაუმჯობესებულია Distributed File System-ი, რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი, Active Directory, Print სერვერი და სხვა. ამ პროდუქტმა რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელი. როდესაც პირველად გახმაურდა 2000 წელს, მას ერქვა კოდური სახელწოდება Whistler Server-ი. შემდეგ მისთვის უნდა დაერქვათ Windows 2002 Server-ი, სანამ გადაარქმევდნენ Windows.NET Server-ზე. შემდეგ მას დაარქვეს Windows.NET Server 2003. იმის შიშით რომ მომხმარებელი ვერ მიხვდებოდა თუ რა შუაში იყო .NET სახელში, რაც გამოიწვევდა დაბნეულობას და კრიტიკას, Microsoft-მა ამოიღო სახელიდან .NET და საბოლოო სახელი მიიღო Windows Server 2003. ახალი და განახლებული შესაძლებლობები
გამოცემებიWindows Server 2003-ს აქვს რამდენიმე გამოცემა. ყოველი მათგანი განკუთვნილია სხვადასხვა მიზნებისთვის.[9]. საერთო ჯამში Windows Server 2003-ის ყველა გამოცემას შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: გაანაწილოს ფაილები და პრინტერები,იმუშაონ როგორც აპლიკაციის სერვერად,მოგვაწოდონ იმეილ სერვისები,აუტენტიკაცია გაუკეთონ მომხმარებლებს,იმუშაობ როგორც X.509 სერტიფიკატის სერვერად,მოგვაწოდონ LDAP სერვისები,იმუშაონ stream სერვერად და ა.შ. Windows Small Business ServerSBS შეიცავს Windows Server-ს და სხვა დამატებით ტექნოლოგიებს რომლებიც გათვალისწინებულია პატარა ქსელისთვის.მაგალითად ერთი-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა Remote Web Workplace. SBS-ის სტანდარტული გამოცემა შეიცავს SharePoint სერვისებს,Microsoft Exchange სერვერს,Fax სერვერს და Active Directory-იას მომხმარებელთა სამართავად. ეს პროდუქტი ასევე გვთავაზობს firewall-ს,DHCP სერვერს და NAT როუტერს. SBS-ის პრემიუმ გამოცემა შეიცავს ყველაფერს რაც აქვს სტანდარულ გამოცემას.ასევე შეიცავს Microsoft SQL Server 2000-ს და Microsoft Internet Security and Acceleration Server 2004-ს. SBS-ს აქვს საკუთარი ტიპის CAL(Client Access License),რომელიც არის განსხვავებული და ღირს უფრო ძვირი ვიდრე Windows Server 2003-ის სხვა ვერსიებში. SBS სერვერს აქვს შემდეგი შეზღუდვები:
Web გამოცემაWindows Server 2003-ის Web გამოცემა ძირითადად განკუთვნილია ვებ აპლიკაციების,ვებ გვერდების,XML სერვისების ასაწყობად და დასაჰოსტად.ეს გამოცემა არ საჭიროებს CAL-ებს და Terminal სერვერის რეჟიმი არ არის ამ გამოცემაში,მაგრამ Windows Server 2003 ვებ გამოცემაში შეგვიძლია გამოვიყენოთ Remote Desktop-ი remote ადმინისტრირებისათვის.მხოლოდ 10 file-sharing კავშირი შეიძლება იყოს ერთდროულად. ამ გამოცემაში შეუძლებელია დაყენდეს Microsoft SQL Server და Microsoft Exchange, მაგრამ Service Pack 1-ის ინსტალაციის შემდეგ უკვე შეიძლება დაყენდეს MSDE და SQL Server 2005 Express.ასევე ამ გამოცემას არ აქვს UDDI-ს მხარდაჭერა. Windows Server 2003 Web გამოცემას აქვს მაქსიმუმ 2 პროცესორის მხარდაჭერა და 2GB ოპერატიული მეხსიერების. ამ გამოცემას არ შეუძლია იმუშაოს დომეინ კონტროლერად. ეს არის ერთადერთი ვერსია Windows Server 2003-ის რომელიც არ საჭიროებს CAL-ებს. სტანდარტული გამოცემაWindows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემა გათვლილია პატარა და საშუალო ზომის ქსელებისთვის.სტანდარტულ გამოცემას აქვს ფაილების და პრინტერების განაწილების შესაძლებლობა,გვთავაზობს დაცულ ინტერნეტ კავშირს.ამ გამოცემას აქვს 4 პროცესორისა და 4GB RAM-ის მხარდაჭერა,ხოლო მის 64 ბიტიან ვერსიას კი 32GB RAM-ის მხარდაჭერა და ასევე აქვს Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა.32 ბიტიანი Windows Server 2003-ის სტანდარტული გამოცემის გადმოწერა უფასოდ შეუძლიათ სტუდენტებს Microsoft-ის DreamSpark საიტიდან (https://downloads.channel8.msdn.com/ დაარქივებული 2008-09-22 საიტზე Wayback Machine. ). Enterprise გამოცემაWindows Server 2003-ის Enterprise გამოცემა გათვლილია საშუალო ან დიდი ზომის ქსელებისთვის.ამ გამოცემას აქვს 8 პროცესორის მხარდაჭერა,eight-node clustering-ის მხარდაჭერა Microsoft Cluster Server (MSCS)-ის გამოყენებით.ასევე მას აქვს 32GB RAM-ის მხარდაჭერა PAE-ს ჩართვის შემდეგ.Enterprise გამოცემა ასევე გამოდის 64 ბიტიანები. 64 ბიტიანებს აქვთ 1TB ოპერატიულის მხარდაჭერა. ორივეს 32 ბიტიანებსაც და 64 ბიტიანებსაც აქვთ Non-Uniform Memory Access (NUMA)-ს მხარდაჭერა. ამ გამოცემას აქვს შემდეგი შესაძლებლობების მხარდაჭერა:
Datacenter გამოცემაWindows Server 2003-ის Datacenter გამოცემა განკუთვნილია ისეთი გარემოსთვის,რომელიც მოითხოვს მაღალ დაცულობას და საიმედოობას.Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემა არის როგორც 32 ბიტიანი,ასევე 64 ბიტიანი.32 ბიტიანს აქვს 32 პროცესორის მხარდაჭერა,ხოლო 64 ბიტიანს - 64 პროცესორის. 32 ბიტიან არქიტექტურას აქვს 128GB RAM-ის ლიმიტი,ხოლო 64 ბიტიანს - 2TB. Windows Server 2003-ის Datacenter გამოცემას ასევე აქვს NUMA-ს და 8-node clustering-ის მხარდაჭერა.ამ გამოცემას ასევე აქვს უკეთესი მხარდაჭერა Storage Area Networks (SAN)-ის. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|