S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl
S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl — პირველი პირის მსროლელის ჟანრის ვიდეო თამაში, შემუშავებული GSC Game World-ის და გამოცემული THQ-ს მიერ. სიუჟეტიმას შემდეგ რაც ზონის ცენტრისაკენ მიმავალი გზა გაიხსნა, მთავრობამ გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის ჩატარება, რომლის მიზანი მებრძოლების მიერ ჩერნობილის ატომური ელექროსადგურის დაკავებაა. ზონაში პირველი ასეთი დაჯგუფება ტერიტორიის შესწავლისა და ანომალური ადგილების აღრიცხვის მიზნით იქნა გაგზავნილი. მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციის საშუალებით მეომრებს ანომალიებით სავსე ტერიტორიაზე შეეძლებოდათ უსაფრთხოდ გადაადგილება. მაგრამ გეგმა ჩაიშალა - მზვერავი ვერტმფრენების ძირითადი ნაწილი განადგურდა. ამის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ზონის შუაგულში თავისი თანამშრომელი - ალექსანდრე დიოქტირევი გააგზავნა. მისი მთავარი დავალება - ხუთი გაუჩინარებული ვერტმფრენის პოვნაა. დიოქტირევი ადგილზე ჩადის და იწყებს გამოძიებას. იგი უმეგობრდება სტალკერებს და მათი თხოვნით ასრულებს უამრავ მისიას, ამავე დროს ცდილობს, არ დაავიწყდეს თავისი ვალდებულებაც. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|