კონსოლი ვიზუალურად NES-ის მინიატურული რეპლიკაა და მოიცავს 30 ჩაშენებულ თამაშს NES-ის ლიცენზირებული ბიბლიოთეკიდან,[3][4] თამაშის პროცესის შენახვის შესაძლებლობით (save states). გამოვიდა კონსოლის ორი ვერსია; ერთი იაპონიისთვის, რომელიც ორიგინალი Family Computer-ის (Famicom) მსგავსია,[5] და მეორე დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომელიც ორიგინალ NES-ს ჰგავს. 2018 წლის 7 ივლისს, მხოლოდ იაპონიაში, ძალიან შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა ოქროსფერი Nintendo Classic Mini: Family Computer Weekly Shōnen Jump 50th Anniversary Version,[6] მანგა ჟურნალის, „Shueisha-ს Weekly Shōnen Jump“-ის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ სპეციალურ გამოცემაში შედის Famicom-ის 20 თამაში, რომლებიც ძირითადად Shōnen Jump მანგას პერსონაჟებსა და სიუჟეტებზეა დაფუძნებული. მათ შორისაა ისეთი ცნობილი სერიები, როგორებიცაა „Dragon Ball“, „Saint Seiya“ და „Kinnikuman“.[7][8]
Nintendo-მ დაახლოებით NES Classic Edition-ის 2.3 მილიონი ასლი გაყიდა გამოსვლიდან 2017 წლის აპრილამდე.[9] როდესაც Nintendo-მ განაცხადა პროდუქტის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მომხმარებლებში დაბნეულობა და კერძო გამყიდველებს შორის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. NES Classic-ზე არსებული დიდი მოთხოვნისა და Super NES Classic Edition კონსოლის წარმატების გამო, Nintendo-მ NES Classic-ის შეზღუდული რაოდენობის ხელახალი გამოშვება დაიწყო 2018 წლის ივნისში. წარმოება კვლავ შეწყდა 2018 წლის დეკემბერში. კონსოლმა დადებითი შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან.[10][11]
NES Classic Edition-ის გამოშვებიდან მალევე, ჰაკერებმა შეძლეს სისტემის დაჰაკვა და მის ბიბლიოთეკაში 700-მდე თამაში დაამატეს,[12] ასევე ჩართეს სხვა კონსოლების ემულაციის მხარდაჭერა. სხვადასხვა კონსოლის თამაშები, როგორიცაა Nintendo 64 და 32X, წარმატებით გაეშვა NES Classic Edition-ზე.[13][14]
↑NES Classic Edition - Game Review. ციტატა: „Most of the games sound nearly the same as their NES versions, but devoted fans will notice a few deviations, whether it's the oddly muffled beat of the first-level music in Kid Icarus or the slightly tinnier clangs of a heart counter winding back after a Castlevania level. The games are also based on their Virtual Console versions, so StarTropics renames its yoyo weapon a “star.”“ ციტირების თარიღი: November 26, 2016
↑Linux On Your NES Classic Edition (November 13, 2016). ციტატა: „Nintendo look as though they may have something of a hit on their hands with their latest console offering.“ ციტირების თარიღი: November 26, 2016