მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6] იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7] აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8] ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9] ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10]
Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ.Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.
კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლSega Game Gear-თან.[13]
სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]
Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]
2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]
გალერეა
ამერიკული და ევროპული Master System
იაპონუირ Sega Mark II
PAL Master System II
Game Gear დაფუძნებული Master System-ის არქიტექტურაზე
↑Computer Entertainer, February 1987, page 13 31, 2014
↑Master System (in Japanese). Sega Corporation. დაარქივებულია 31 მარტი, 2014.
↑ 5.05.1Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972–2005. Magdalena Gniatczynska, გვ. 139. ISBN3-00-015359-4.