Internet Archive
Internet Archive (ქართ. ინტერნეტ არქივი) — არაკომერციული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს სან-ფრანცისკოში, ბრიუსტერ კეილის მიერ. არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს,[4][5][6] ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიარდ ასლს. არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია საიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.[7][8] ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ.[9] შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი[10] (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.[11] ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში![]() ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|