HTTP სტატუსის კოდებიHTTP სტატუსის კოდი (HTTP response status code) — წარმოადგენს სერვერიდან მიღებული პასუხის პირველ სტრიქონს, როდესაც მოთხოვნა შესრულებულია HTTP პროტოკოლის მეშვეობით. სერვერიდან დაბრუნებული პასუხის პირველი სტრიქონის პირველი რიცხვი აღნიშნავს თუ რა მდგომარეობაში ბრუნდება პასუხი, რის საფუძველზეც ვებ ბრაუზერი, ან სხვა პროგრამა რისი საშუალებითაც მოხდა მოთხოვნის გაგზავნა, ასრულებს შესაბამის მოქმედებას. აღნიშნული კოდები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტს და აღწერილია შესაბამის დოკუმენტში RFC. რიცხვით მნიშვნელობასთან ერთად სერვერიდან ბრუნდება ასევე სიტყვიერი განმარტებაც, რომელიც ასევე სტანდარტს წარმოადგენს, თუმცა საბოლოო მომხმარებელთათვის მათი ჩვენება ხშირად სხვადასხვა ფორმით ხდება. 1xx (ინფორმაციული)აღნიშნავს რომ მოთხოვნა მიღებულია და მიმდინარეობს დამუშავება. 100 Continueნიშნავს რომ სერვერმა მიიღო მოთხოვნის სათაური და კლიენტმა უნდა გააგრძელოს მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის მიწოდება (იმ შემთხვევაში თუ დამატებითი ნაწილის მიწეოდება საჭიროა, მაგალითად POST მოთხოვნის დროს). ამ კოდის არსებობა განპირობებულია იმით, რომ როდესაც დიდი მოცულობის ინფორმაციის გაგზავნაა საჭირო სერვერზე, ჯერ უმჯობესია შემოწმდეს ახერხებს თუ არა საერთოდ სერვერი ამ ინფორმაციის მიღებას. ამ შემთხვევაში კლიენტმა ჯერ უნდა გაგზავნოს 101 Switching Protocolsიგზავნება მაშინ როდესაც კლიენტი ითხოვს სერვერისგან პროტოკოლის შეცვლას და სერვერი ინფორმირებულია ამის შესახებ. 102 Processing (WebDAV; RFC 2518)როდესაც იგზავნება დიდი მოცულობის მონაცემები, რის დამუშავებასაც დიდი დრო სჭირდება სერვერზე, ეს კოდი ბრუნდება სერვერიდან რომელიც აცნობებს კლიენტს რომ მიმდინარეობს მუშაობა და უნდა დაელოდოს შესაბამის პასუხს. 2xx (წარმატება)ამ ტიპის კოდი ბრუნდება მაშინ, როდესაც სერვერმა მიიღო კლიენტის მოთხოვნა და წარმატებით დაამუშავა, პრობლემების გარეშე. 200 OKსტანდარტული კოდი HTTP მოთხოვნის წარმატებით დასრულების შემთხვევაში. 201 Createdბრუნდება მაშინ როდესაც წარმატებით შესრულებული მოთხოვნის შედეგად მოხდა ახალი რესურსის გამოყოფა. 202 Acceptedბრუნდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა მიღებული იქნა სერვერის მიერ მაგრამ დამუშავება ჯერ არაა დასრულებული. საბოლოოდ მოთხოვნა შეიძლება დასრულდეს ან უარყოფილი იქნას სერვერის მიერ. 203 Non-Authoritative Information (since HTTP/1.1)სერვერმა წარმატებით მიიღო და დაამუშავა მოთხოვნა მაგრამ შედეგი შესაძლოა სხვა წყაროდან ბრუნდებოდეს. 204 No Contentსერვერმა წარმატებით მიიღო და დაამუშავა მოთხოვნა, მაგრამ პასუხად არაფერს არ აბრუნებს. 205 Reset Contentსერვერმა წარმატებით მიიღო და დაამუშავა მოთხოვნა, მაგრამ პასუხად არაფერს არ აბრუნებს. 206 Partial Contentსერვერიდან ხდება მხოლოდ პასუხის გარკვეული ნაწილის მოწოდება. ეს სტატუსი გამოიყენება ისეთი, მაგალითად, მაშინ როდესაც სერვერიდან ხდება ფაილის გადმოწერა და გადმოწერის შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს პროცესის გაგრძელება, ან საჭიროა ამ ფაილის დაყოფა და რამდენიმე ნაწილად გადმოწერა. 207 Multi-Status (WebDAV; RFC 4918)შეტყობინების ძირითადი ნაწილი რომელიც მოწოდებული იქნება წარმოადგენს XML-ს. ასევე შესაძლოა დაბრუნდეს რამდენიმე ქვე სტატუსები იმის მიხედვით რამდენი მოთხოვნა იქნა გაგზავნილი სერვერზე. 3xx (გადამისამართება)კლიენტმა უნდა შეასრულოს დამატებითი მოქმედებები, მოთხოვნის დასასრულებლად. ამ დამატებითი მოქმედების შესრულება შესაძლებელია მოხდეს ავტომატურად პროგრამის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია POST ან HEAD მეთოდები. პროგრამამ არ უნდა შეასრულოს მიჯრით ხუთზე მეტი გადამისამართება რადგან ხშირად ეს აღიქმება როგორც უსასრულოდ ბევრი გადამისამართების ციკლი. 300 Multiple Choicesგანსაზღვრავს რომ რესურსზე წვდომა რამდენიმა განსხვავებული პარამეტრით შეიძლება. მაგალითად განსხვავებული ფორმატის ვიდეო ფაილები, განსხვავებული გაფართოების დოკუმენტები და ა.შ. 301 Moved Permanentlyგანსაზღვრავს რომ მოცემული მისამართი სამუდამოდ შეცვლილია მოწოდებული მისამართით. 302 Foundმოთხოვნილი დოკუმენტი დროებით სხვა მისამართზეა ხელმისაწვდომი, რომელიც მითითებულია Location ველში. 303 See Other (since HTTP/1.1)მოთხოვნილი დოკუმენტის გამოძახება უნდა მოხდეს Location ველში მითითებული მისამართიდან, მხოლოდ აუცილებლად GET მეთოდით, მიუხედავად იმისა მანამდე რა მეთოდი იყო გამოყენებული. 304 Not Modifiedდოკუმენტი არ შეცვლილა ბოლო მოთხოვნის შემდეგ. როგორც წესი კლიენტი აგზავნის If-Modified-Since დროით პარამეტრს, რომელიც გამოიყენება ათვლის წერტილად იმის დასადგენად შეიცვალა თუ არა დოკუმენტი ამ დროის შემდეგ. გამოიყენება რათა დაიზოგოს ტრეფიკი და აღარ მოხდეს უცვლელი ფაილების ხელმეორედ ჩამოწერა სერვერიდან. 305 Use Proxy (since HTTP/1.1)მოთხოვნილ მისამართზე წვდომა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პროქსი სერვერის გამოყენებით. 306 Switch Proxyაღარ გამოიყენება. მიუთითებდა, რომ მხოლოდ კონკრეტული პროქსი სერვერების გამოყენება იყო შესაძლებელი. 307 Temporary Redirect (since HTTP/1.1)ამ შემთხვევაში მოთხოვნა უნდა განმეორდეს სხვა მისამართზე, რომელიც სერვერიდან იქნება მოწოდებული, თუმცა მომავალში ისე იგივე მისამართით უნდა ისარგებლოთ. 308 Permanent Redirect (approved as experimental RFC])აღნიშნული და ყველა მომავალი მოთხოვნები უნდა განხორციელდეს მოწოდებულ მისამართზე.
4xx (შეცდომა კლიენტის მხარეზე)400 Bad Requestსერვერი არ ან ვერ გააგრძელებს მოთხოვნის დამუშავებას შეცდომის გამო, რომელსაც სერვერი მიიჩნევს რომ დაშვებულია კლიენტის მხრიდან. (მაგ. არასწორი მოთხოვნის სინტაქსი) 401 Unauthorizedრესურსზე წვდომისათვის საჭიროა ავტორიზაციის გავლა, რომელიც არ განხორციელებულა ან განხორციელდა არასწორი მონაცემებით. 402 Payment Requiredდარეზერვებულია მომავალში გამოსაყენებლად. ამჟამად აქტიურად არ გამოიყენება. ჩანაფიქრი იყო რომ ამ სტატუსის გამოყენება მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ რესურსზე წვდომისათვის აუცილებელია გარკვეული ფინანსური ტრანზაქციის შესრულება. 403 Forbiddenმოთხოვნა სწორად არის განხორციელებული, მაგრამ სერვერი უარს ამბობს რესურსის მოწოდებაზე რადგან კლიენტს არ აქვს მისი ხილვის უფლება. განსხვავებით 401 კოდისგან ამ შემთხვევაში ავტორიზაციის გავლა არაფერს შეცვლის. ეს კოდი მიანიშნებს რომ ამ მომხმარებლისთვის რესურსზე წვდომა უბრალოდ აკრძალულია. 404 Not Foundმოთხოვნილი რესურსი ვერ მოიძებნა სერვერის მიერ. ეს რესურსი მომავალში შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ამიტომ განმეორებითი მოთხოვნები ნებადართულია. 405 Method Not Allowedრესურსე წვდომა განხორციელდა იმ მეთოდით, რომელიც არაა ნებადართული აღნიშნული რესურსისთვის. მაგალითად GET მეთოდის გამოყენება ფორმაში, რომელიც სავალდებულოა რომ POST მეთოდით დამუშავდეს, PUT მეთოდის გამოყენება რესურზე, რომლის მხოლოდ წაკითხვაა შესაძლებელი და ა.შ. 406 Not Acceptable407 Proxy Authentication Required408 Request Timeout409 Conflict410 Gone411 Length Required412 Precondition Failed413 Request Entity Too Large414 Request-URI Too Long415 Unsupported Media Type416 Requested Range Not Satisfiable417 Expectation Failed418 I'm a teapot (RFC 2324)420 Enhance Your Calm (Twitter)422 Unprocessable Entity (WebDAV; RFC 4918)423 Locked (WebDAV; RFC 4918)424 Failed Dependency (WebDAV; RFC 4918)424 Method Failure (WebDAV)425 Unordered Collection (Internet draft)426 Upgrade Required (RFC 2817)428 Precondition Required (RFC 6585)429 Too Many Requests (RFC 6585)431 Request Header Fields Too Large (RFC 6585)444 No Response (Nginx)449 Retry With (Microsoft)450 Blocked by Windows Parental Controls (Microsoft)451 Unavailable For Legal Reasons (Internet draft)494 Request Header Too Large (Nginx)495 Cert Error (Nginx)496 No Cert (Nginx)497 HTTP to HTTPS (Nginx)499 Client Closed Request (Nginx)5xx შეცდომა სერვერზე500 Internal Server Error501 Not Implemented502 Bad Gateway503 Service Unavailable504 Gateway Timeout505 HTTP Version Not Supported506 Variant Also Negotiates (RFC 2295)507 Insufficient Storage (WebDAV; RFC 4918)508 Loop Detected (WebDAV; RFC 5842)509 Bandwidth Limit Exceeded (Apache bw/limited extension)510 Not Extended (RFC 2774)511 Network Authentication Required (RFC 6585)598 Network read timeout error (Unknown)599 Network connect timeout error (Unknown)რესურსები ინტერნეტში
|