Gdynia Open — სნუკერის პროფესიონალურ-სამოყვარული დაბალრეიტინგული ტურნირი, რომელიც Players Tour Championship-ის ნაწილია. ტურნირი 2012/13 წლების სეზონზე ორ ნაწილად გაიყო. პირველი ნაწილი იმართებოდა World Snooker Academy-ში, შეფილდში (ინგლისი), ხოლო მეორე ნაწილი — Gdynia Sports Arena-ზე გდინიაში (პოლონეთი). 2013/14 წლების სეზონიდან ტურნირმა სეზონის მეორე ნახევარში გადაინაცვლა და მთლიანად გდინიაში ტარდება. მიმდინარე ჩემპიონია შონ მერფი.