GameTrailers
GameTrailers (აბრ. GT) — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ვებსაიტი. GameTrailers -ზე თავსდებოდა ვიდეოები და ტრეილერები ვიდეო თამაშების შესახებ (პერსონალური თამაშები, კონსოლის თამაშები და მობილური თამაშები): კინემატოგრაფიული ვიდეოები, მიმოხილვები, წინასწარი მიმოხილვები, ინტერვიუები დეველოპერებთან, გეიმპლეის ვიდეოები და ა.შ. საიტის მომხმარებლებს, სრულიად უფასოდ და რეგისტრაციის გარეშე ჰქონდათ წვდომა საიტზე განთავსებულ ვიდეოებთან. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა GameTrailers-ზე აეტვირთათ ვიდეოები, შექმნათ ბლოგები და მონაწილეობა მიეღოთ საიტის ფორუმში, შექმნათ ფრაქციები (საზოგადოებები). საიტს გააჩნდა საკუთარი ვირტუალური ვალუტა, (ინგლ. GameTrailers Points-GTP) რომლის გამომუშავება შეიძლებოდა საიტთან სხვადასხვა ურთიერთქმედებით. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო როგორც ვირტუალური, ასევე რეალური საქონლის ყიდვა. 2016 წლის 9 თებერვალს Twitter-სა და Facebook-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[2] ისტორიაGameTrailers დაარსებული იქნა ჯეფრი გროტსის, ბრენდონ ჯონსისა და ჯოშ სლეშერის მიერ 2003 წელს. საიტის აღმსარულებელ დირექტორად დაინიშნა ჯოშ სლეშერი. 2005 წელს საიტი შეიძინა კომპანია MTV Networks-მა.[3] 2007 წლის 12 აგვისტოს კომპანია MTV Networks-მა მოახდინა გართობის განყოფილების რეკონსტრუქცია და საიეტები Ifilm.com და SpikeTV.com შეუერთა Spike.com-ს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა ჯონ სლეშერი, ჯეფრი გროტსი პროდუქციის განვითარები ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო ბრედ ვინტეროსი GameTrailers.com-ის გენერალურ მენეჯერად. .[4] 2014 წლის ივნისში GameTrailers შესყიდული იქნა კმპანია Defy Media-ის მიერ.[5] მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ძველი თანამშრომლების 2/3 დაითხოვილ იქნა სამსახურიდან.[6] 2016 წლის 9 თებერვალს Twitter-ზე GameTrailers-მა განაცხადა საიტის დახურვის შესახებ.[7]. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშისქოლიო
|