Computer Gaming World (შემოკლებით CGW) იყო ამერიკული ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1981-2006 წლებში. იგი აქვეყნებდა სიახლეებს ვიდეო თამაშების შესახებ, მიმოხილვებსა და პრევიუებს. დაარსდა რასელ საიპის მიერ. 1993 წელს საიპმა ჟურნალი მიჰყიდა კომპანია Ziff Davis-ს.[1][2] უკანასკნელი ნომერი გამოიშვა 2006 წლის ნოემბერს. არსებობის განმავლობაში სულ გამოიცა 268 ნომერი.